21:13
22 სექტემბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იანვარ-მარტში საქართველოში საწვავის იმპორტი 52,4 ათასი ტონით გაიზარდა
16-04-2018

2018 წლის იანვარ-მარტში  ნავთობპროდუქტების იმპორტმა 242 ათას 500 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის  ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 52 ათას 400 ტონით მეტია.

კერძოდ, იანვარ-მარტში ბენზინის საწვავის იმპორტმა 127 ათას 900 ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 114 ათას 500 ტონა შეადგინა. ამის შესახებ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ  კვარტალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა, კერძოდ, 84 ათას 400 ტონა რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 34,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: რუმინეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და საბერძნეთი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები