მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველოში გადმორიცხული ფულადი სახსრების მოცულობამ 22.3%-ით მოიმატა. ეროვნული ბანკის მაისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშის თანახმად, იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან სწრაფი ფულადი ტრანსფერების მოცულობა, რაშიც დიდი წვლილი აქვს საბერძნეთიდან და იტალიიდან გადმორიცხვებს. ფულადი გზავნილები იზრდება ასევე ისრაელიდან, აშშ-დან და თურქეთიდან.