წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 18 %-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე 2 მილიარდ 285 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია. ამავე მონაცემებით, იანვარ-მარტში 30 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი, იმპორტის ზრდამ კი 15% შეადგინა.