22:39
30 მაისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტები წინა წელთან შედარებით 30%-ით ნაკლებ მგზავრს მოემსახურა
07-04-2020

2020 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტები ჯამში - 710 ათას 143 მგზავრს მოემსახურა, რაც 30% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, კლება ფიქსირდება ამავე პერიოდის რეისებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, იანვარ-მარტში საქართველოს ხუთივე აეროპორტში 3 ათას 785 რეისი განხორციელდა, რაც 27% ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის კლების მიზეზი, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, როგორც საქართველოში, ასევე თითქმის მთელს მსოფლიოში, რეგულარული სამგზავრო გადაზიდვების შეჩერებაა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები