
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 229 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.4 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნებართვები 1 516 500 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნებართვების 78.5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 53 პროცენტი მოდის თბილისზე, 11 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 7.4 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე, 7.1 პროცენტი კი - ქვემო ქართლის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
ამასთან, 2022 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 545 900 კვ.მ ფართობის 552 ობიექტი.





