11:30
20 აგვისტო, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იანვარ-მარტში ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა
20-04-2017

იანვარ-მარტში ევროკავშირთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 641 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 26 %- ით მეტია. აქედან 44%-ით - 159 მილიონ დოლარამდე  გაიზარდა ექსპორტი   ხოლო იმპორტმა 481 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 21 %- ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებს, მათთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-მარტში 751 მილიონი დოლარი შეადგინა , რაც 35%-ით მეტია 2016 წლის იანვარ-მარტის მონაცემზე. აქედან 59%-ით გაიზარდა ექსპორტი და 205 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო 27%-ით იმპორტი, რომელმაც 546 მილიონი დოლარი შეადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები