2018 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად 839 ათას 612 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 36%-ით აღემატება. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-მარტში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა - 621 ათას 240 იყო.
აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 37%-ით მეტ; ქუთაისის - 15%-ით; ხოლო ბათუმის აეროპორტი - 55%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის იანვარ-მარტში 806 მგზავრმა ისარგებლა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 50 რეისი შესრულდა.