2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 945 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია. საქსტატის მონაცემებით, აქედან, 29%-ით მეტია ექსპორტი, ხოლო იმპორტი 11 პროცენტით მეტი. აღნიშნულ პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49% შეადგინა.