მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე მეტი ნავთობი მოიპოვა და მსოფლიოს ნომერ პირველი ნავთობმომპოვებელი ქვეყნის სტატუსი განიმტკიცა.
როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის მარტში რუსეთმა დღე-ღამეში 10 მილიონ 180 ათასი ბარელი ნავთობი მოიპოვა, შტატებმა კი 11 მილიონ 180 ათასი ბარელი. აპრილში რუსებმა მოპოვება 10 მილიონ 460 ათას ბარელამდე გაზარდეს, ამერიკელებმა კი 11 მილიონ 170 ათას ბარელამდე შეამცირეს. მაისში კი რუსეთში ნავთობმოპოვება შემცირდა 10 მილიონ 430 ათას ბარელამდე, ხოლო შტატების 10 მილიონ 960 ათას ბარელამდე.
ამასთან, რუსეთმა დამაჯერებლად აჯობა საუდის არაბეთს, რომელმაც მარტში 8 მილიონ 140 ათასი; აპრილში 8 მილიონ 130 ათასი და მაისში 8 მილიონ 540 ათასი ბარელი მოიპოვა დღე-ღამეში.