19:56
26 ივნისი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იანვარ-მაისში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.6%-ით შემცირდა
13-06-2019

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 მილიარდ 959  მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

"საქსტატის" ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი მილიარდ 466 მილიონ 800 ათასი დოლარი, ხოლო იმპორტი 3 მილიარდ 492 მილიონ 300 ათასი დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი - 14.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.6 პროცენტით შემცირდა.

ამასთან, იანვარ-მაისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 მილიარდ 25 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.

AutoPlay
ქართული ღვინის კომპანიების ნაწილი "როსპოტრებნადზორის" განცხადებას გაფრთხილებად აფასებს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ეკომონეტა - ფულის გამომუშავება დაზღვევითა და ჯანსაღი ცხოვრებითაა შესაძლებელი
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
როდიდან შევძლებთ 12 ახალი მიმართულებით ფრენას ქუთაისიდან - ბილეთების ნაწილი უკვე გაყიდულია
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ლარის ახალი ანტირეკორდი - 2.8333
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ბაზარზე ღია ვარდისფერი მარწყვი და ჟოლო გამოჩნდა - ხილი სრულიად ახალი არომატითაც გამოირჩევა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ევროკავშირში 67%-ით მეტი საქონელი გავიტანეთ, ვიდრე რუსეთში - TI
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები