2018 წლის იანვარ-ივნისში 10 უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფს შორის მოხვდა ოქრო დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ამ ჯგუფის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5 მილიონ 200 ათასი დოლარით გაიზარდა.
კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ექსპორტზე 40 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ოქრო გავიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 34 მილიონ 800 ათასი დოლარი იყო.