05:48
21 ნოემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
იანვარ-ივლისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13%-ით გაიზარდა
15-08-2017

2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 674 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე13 პროცენტით მეტია. საქსტატის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იანვარ-ივლისში 28,9 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი და მილიარდ 446 მილიონ 200 ათასი დოლარი იყო. ამავე პერიოდში 8,5%-ით გაიზარდა იმპორტი და  4 მილიარდ 228 მილიონ 600 ათას დოლარს მიაღწია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები