2019 წლის 7 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში 47 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 114 მილიონ დოლარს აჭარბებს. რაც 6%-ით მეტია 2018 წლის ამავე მაჩვენებელზე. ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე. უფრო კონკრეტულად კი, მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 60%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. დიდ ბრიტანეთში 39%-ით მეტი ღვინო გავიდა. ღვინის ექსპორტი ასევე მნიშვნელოვნად გაზრდილია პოლონეში, საფრანგეთში, ლიეტუვაში, ბელარუსში, ისრალეში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ჩეხეთში, შვედეთსა და ბულგარეთში. ღვინის ეროვნულ სააგენტოშო ამბობენ, რომ დღეის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპოტი ჯამში 243-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14 მილიონ ბოთლზე მეტი ბრენდი, რაც 46%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპოტით მიღებულმა შემოსავალმა კი 31 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველ 6 თვეში, მნიშვნელოვნად, კერძოდ 40 %-ით გაიზარდა ჭაჭის ექსპორტიც.