ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდის მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ნავთობი და ნავთობპროდუქტები უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფია და მისი იმპორტი 45 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, გასულ თვეებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა 180 მილიონი დოლარი შეადგინა; 2016 წლის იანვარ-აპრილში კი ეს მონაცემი 135 მილიონი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარ-აპრილში, ნავთობპროდუქტების წილი მთლიანად საქართველოს იმპორტში 7.8% იყო, გასული წლის იანვარ-აპრილში კი მთელი იმპორტის 6.6% შეადგინა.