მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, ნავთობი და ნავთობპროდუქტები იანვარ-აპრილში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იყო. მისმა იმპორტმა 251 მილიონ 500 ათასი დოლარი და მთელი იმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის იანვარ-აპრილში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა 180 მილიონ 300 ათასი დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 783 მილიონ 200 ათასი დოლარი შეადგინა. აქედან 2 მილიარდ 821 მილიონ 800 ათასი დოლარი კი იმპორტი იყო.