2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 253.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.4 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ექსპორტი 1 587.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 32.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი 33.7%-ით გაიზარდა და 3 666.2 მლნ. აშშ დოლარი იყო.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-აპრილში, 2 078.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (766.3 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (614.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (559.7 მლნ. აშშ დოლარი).