2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 91 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში 30 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი და 788 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 13%-ით - 2 მილიარდ 303 მილიონ დოლარამდე გაიზარდა იმპორტი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აპრილში მილიარდ 515 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.