2020 წლის იანვარ აპრილში საქართველოდან ჩინეთში ექპორტმა 135 მილიონ 548 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 207 პროცენტით მეტია. აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის ხელშეკრულების დადების შემდეგ ექსპორტის ასეთი ზრდა რეკორდულია. საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესის სასაქონლო ჯგუფებია სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ძვირფასი ლითონების მადნები და ყურძნის ნატურალური ღვინოები.
ასევე ყურადსაღებია, რომ 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან რუსეთში ექპორტი 29.3 პროცენტით შემცირდა და 125 მილიონ 602 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის გამო, საქართველოს ექსპორტი ჯამურად 11.5 პროცენტით შემცირდა.
შესაბამისად, ამ კლების გამო, საქართველოს 10 ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან 6-ში ექსპორტის მოცულობა შემცირებულია. მათ შორისაა სომხეთი, თურქეთი, აშშ, რუსეთი და უკრაინაც.