2018 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 799 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც 177 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, 2017 წლის ჯამური მონაცემებით საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 2 მილიარდ 751 მილიონ 279 ათას 624 დოლარს შეადგენდა, რაც 585 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურისტები საქართველოში ყველაზე დიდ თანხას დასვენებასა და კულტურული გართობის მიზნით ხარჯავენ.