ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, იანვარ-აგვისტოში საავიაციო ნავთის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან იუწყებიან, საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება COVID-19-დან გამომდინარე საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან არის დაკავშირებული.
კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა 38 ათას 500 ტონა შეადგინა, რაც 37 ათასი ტონით ანუ 49%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში საავიაციო ნავთის იმპორტის 80% განხორციელდა თურქმენეთიდან, 14,3% - თურქეთიდან, 5,7% - რუმინეთიდან, ხოლო 0,1% - ეგვიპტიდან.