2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 მილიარდ 100 მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22.6 პროცენტით აღემატება. აქედან, ექსპორტი 2 მილიარდ 146 მილიონ 400 ათასი დოლარს, ხოლო იმპორტი 5 მილიარდ 954 მილიონ 300 ათას დოლარს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 მილიარდ 206 მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი; ხოლო დსთ-ის (დესეთე) ქვეყნებთან 2 მილიარდ 770 მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა.საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო თურქეთი მილიარდ 121 მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარით, მას მოსდევს რუსეთი, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 879 მილიონ 800 ათასი დოლარი შეადგინა და მესამე ადგილს იკავებს ჩინეთი 727 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარით.