საქართველოს სუვერენული უფლებაა ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან, აწარმოოს მოლაპარაკება ურთიერთობის დარეგულირებისთვის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა. კელი მიიჩნევს, რომ ურთიერთობების დარეგულირებამდე, უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობების ნორმალიზება და ბორდერიზაციის პრობლემის აღმოფხვრა.