საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
როგორც იან კელი "ტვიტერზე" წერს, მთავრობამ უნდა განმუხტოს სიტუაცია.
"მელიას დაპატიმრება და დაკავება გაამწვავებს ისედაც დაძაბულ ვითარებას და კიდევ უფრო შეაყოვნებს მრავალპარტიული პარლამენტს შესახებ მოლაპარაკებებს, მთავრობამ უნდა განმუხტოს სიტუაცია და განაახლოს მოლაპარაკებები", - წერს იან კელი.