ეს სერიოზული ბრალდებებია და მე მაღელვებს, ისევე როგორც ყველა ქართველს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე კომენტირებისას განaცხადა. მისივე განმარტებით, ინფორმაციას მთავრობისგან დამატებით ელოდება.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიაზე სამშაბათს დაიკარგა, მოგვიანებით ის ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა. აფგან მუხთარლის გუშინ სამ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აზერბაიჯანელი სამსართალდამცველები მას კონტრაბანდასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.