მოსამართლეთა დანიშვნებში არ მივიღებთ მონაწილეობას, ცხადია, ჩვენგან ამ პროცესს ლეგიტიმაცია არ ექნება,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს გამოეხმაურა.
მისი თქმით, პროცესში, რომელიც პარლამენტში გაგრძელდება, სადაც მოსამართლეთა დამტკიცება უნდა მოხდეს, შესაძლოა, მხოლოდ კითხვების დასმის ნაწილში მიიღონ მონაწილეობა.