"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ პროპორციული არჩევნების იდეას უღალატა როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ და ამის გამო ოპოზიციის მიმართ მისი კრიტიკა ლეგიტიმურია.
როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პროპორციული არჩევნების იდეა მხოლოდ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შეთანხმების შედეგი არ ყოფილა, არამედ ამ იდეამ გააერთიანა ოპოზიცია. თუმცა, ხვიჩიას თქმით, მოლაპარაკებების დროს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ამის შესახებ საუბარი ნაკლებად ისმის.