ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და რნიშნავს, რომ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებს "სანდრა რულოვსიდან დაწყებული ვაშაძით დამთავრებული ჰყოფნით სითავხედე და ივიწყენებენ 7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევებს. მისივე თქმით, მძიმეა იმის ხილვა, რომ სპეცრაზმი უმიზნებდა და რამდენიმეს თვალი დაუზიანდა, თუმცა, სწორედ ესენი არიან ის ზონდერები, რომლებიც სააკაშვილის დროს იყვნენ სპეცრაზმში.
ამასთან, ია მეტრეველი იმედს გამოთქვამს, რომ სპეცრაზმელების ყველა ქმედება გამოძიებული იქნება. იგი ვარაუდს გამოთქვამს, რომ შესაძლოა ის სპეცრაზმელი, რომელიც მოქალაქეებს დამიზნებით ესროდა და რამდენიმე ადამიანს თვალი დაუზიანა, სააკაშვილის მმართველობის დროსაც სპეცრაზმში მუშაობდა.