პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების 4-დღიანი წვრთნები ჩაატარა, რომელიც დღისა და ღამის პირობებში გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მე-11 ქვეითი ბატალიონის ბრავო „ასეულის“ წვრთნებს ამერიკელი ინსტრუქტორები დაესწრნენ. მათ ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის მომზადების დონე დადებითად შეაფასეს.
„წვრთნები მოწინააღმდეგის შეკავების, თავდაცვითი ოპერაციების წარმოებასა და თავდასხმაზე გადასვლის კომპონენტებს შეიცავდა.