I კვარტალში საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, იანვარ-მარტში ტურიზმიდან შემოსავალმა 435 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 23%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა დაფიქსირდა მარტშიც, ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა 28%-ით და 180 მილიონი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარ-მარტში 11.4%-ით მილიონ 266 ათას 125ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა . გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან 2 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო.