2017 წლის 1-ელ ორ კვარტალში საქართველოში უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 225 მილიონი დოლარით მეტია. ამის შესახებ, ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის II კვარტლის მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 658.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 143 მილიონით მეტია.