
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Hyundai-მ მსოფლიო ბაზრებიდან 81 700 ელექტრომობილი უკან გაიწვია
26-02-2021
სამხრეთ კორეული კორპორაცია Hyundai, მსოფლიოს მასშტაბით 81 ათას 700 ელექტრომობილს უკან იწვევს. მიზეზი ელემენტების შესაძლო აალებაა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ელემენტები დამზადებულია კომპანია LG-ის მიერ. ადგილობრივად უსაფრთხოების სამსახურმა ჩათვალა, რომ აალების ალბათობა დაკავშირებულია ელემენტების მართვის სისტემაში გაუმართაობასთან სწრაფი დატენვის დროს.
ავტომობილების გაწვევა კომპანიას დაუჯდება 1 ტრილიონი ვონი ანუ 899 მილიონი დოლარი. Hyundai გეგმავს ამ ხარჯების გაყოფას ელემენტების მწარმოებლებთან ერთად.
სააგენტო Yonhap-ი აღნიშნავს, რომ გაწვევის კამპანიის გამოცხადებისთანავე Hyundai-ის აქციები 3,9%-ით გაუფასურდა, ხოლო მისი კუთვნილი Kia-ს აქციები 4,7%-ით.
AutoPlay

მარტში ფულადი გზავნილები 49.5%-ით გაიზარდა - დონორი ქვეყნების რეიტინგში ისევ რუსეთი ლიდერობს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ

აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტმა ნახევარ წელიწადში 1,7 ტრილიონი დოლარი შეადგინა
გამოქვეყნდა 19 საათის წინ

შეზღუდვების გამო თურქეთში შესაძლოა, 800 ათასამდე რუსი ტურისტი ვეღარ ჩავიდეს
გამოქვეყნდა 19 საათის წინ

ვაშინტგონი ციფრულ იუანს დოლარისთვის საფრთხედ განიხილავს
გამოქვეყნდა 19 საათის წინ

ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლისას ვაქცინაციის მიუხედავად, გარკვეული შეზღუდვები მაინც შეეხებათ
გამოქვეყნდა 19 საათის წინ

საქართველოში კარტოფილის ფასი ისტორიულ მინიმუმზეა - მარაგი დიდია, იმპორტი კი იზრდება
გამოქვეყნდა 20 საათის წინ