ჰურინის შვილები, სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ინგლისელი ფილოლოგის, მწერლის, პროფესორის, ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერის, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის, ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოები. ჰურინის შვილების წერა ავტორმა 1920 წელს, 28 წლის ასაკში დაიწყოდა და სიცოცხლის პერიოდში რამდენჯერმე გადაწერა, თუმცა მისი დასრულება ვერ მოახერხა. ის 81 წლის ასაკში ისე გარდაიცვალა, რომ ნაწარმოები დაუსრულებელი დატოვა. საბოლოოდ, კი ტოლკინის შვილმა, კრისტოფერმა, მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ თავი მოუყარა მამის ნაშრომს და გამოსცა.