საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშის იმ ნაწილში რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება საქართველოში არსებულ მედია გარემო მიმოიხილავს. ორგანიზაციის განცხადებით ევროპული სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ საქმეში სამართლიანი სასამართლოს გარანტიის დარღვევა ვერ აღმოაჩინა, საქართველოს მედიასივრცე შეარყია. Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ გამოძიების დაჩქარებული წესით წარმოებას ზოგიერთი სამოქალაქო ორგანიზაცია პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, რომლის მიზანი ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის დევნაა. ანგარიშში „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზეც არის საუბარი.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ყოველწლიური, 30-ე, ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 100-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობაა შეფასებული.