Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნულია, რომ საქართველოში მშრომელთა უფლებები და უსაფრთხოება რისკის ქვეშაა. როგორც ანგარისშია აღნიშნული, სასწრაფოდ საჭიროა რეგულაციებისა და ინსპექტირების გამკაცრება მაღაროელებისა და მეშახტეების დასაცავად. ამასთან, ანგარიშში განმარტავენ, რომ საქართველოს შახტებსა და მაღაროებში მშრომელთა უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშაა ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი რეგულირების გამო.