ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia, საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვებში არსებულ კორუფციასა და მონოპოლიაზე საუბრობს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ნავთობპროდუქტების გადამზიდავ კომპანიებს ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვთ, საქართველოს რკინიგზა მათ არ აძლევთ ტვირთების გადაზიდვის უფლებას, ამით კი სერიოზული ფინანსური ზიანი ადგებათ როგორც გადამზიდავებს, ისე რკინიგზას. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია რას ემსახურება სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიის ასეთი ქმედება მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა წლიდან წლამდე კატასტროფულად მცირდება.დავით დოლიძე ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის დამფუძნებელია. (რავი სპეციალურად არ დავკონკრეტდი კომპანიაზე). ტვირთების გადაზიდვის უფლება საქართველოს რკინიგზისგან რამდენიმე თვის წინ მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით, რკინიგზამ გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო შეცვალა. ხოლო, ყველა ის წერილობითი განაცხადი, რომელიც კომპანიამ უწყებას თვეების განმავლობაში გაუგზავნა, სრულად იგნორირებულია.