კომპანია Huawei Technologies Corporation-ი გეგმავს მის ერთ-ერთ ამერიკულ განყოფილებაში Futurewei Technologies თანამშრომელთა რაოდენობა შეამციროს. The Wall Street Journal-ის ცნობით, საუბარია, კვლევისა და განვითარების განყოფილებაზე.გაზეთის ცნობით, კომპანია ამ გზით ცდილობს თავი დააღწიოს პრობლემებს, რომელიც ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობის შეზღუდვის შედეგად გაუჩნდა. გაზეთის წყაროების ცნობით, საუბარია ასობით თანამშრომელზე, რომელთა ნაწილი ჩინეთში დაბრუნებას და კორპორაციის ადგილობრივ განყოფილებებში მუშაობის გაგრძელებას აპირებს. თავად Huawei Technologies-ი კი აღნიშნულზე კომენტარისგან თავს იკავებს.
როგორც ცნობილია მიმდინარე წლის მაისში ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი სავაჭრო კომპანიების შავ სიაში შეიყვანა, შედეგად კი, ამერიკულ კომპანიებს მასთან თანამშრომლობისთვის ლიცენზია სჭირდებათ. ივნისში Huawei Technologies-მა შტატების ქმედებების შედეგად მიყენებული ზარალი მომდევნო ორი წლის შემოსავლებში 30 მილიარდი დოლარით შეაფასა.