ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei საპატენტო განცხადებების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ნომერ პირველი კომპანია გახდა. როგორც გაირკვა, კომპანიამ გასულ წელს საპატენტო ბიუროში სხვებზე მეტი განაცხადი შეიტანა, თუმცა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით მათი უმეტესობა ამერიკულ კონკურენტებთან მარცხდებოდა. ამის შესახებ გამოცემა Nikkei იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, გასულ წელს ჩინურმა გიგანტმა ჯამში, 5 ათას 405 განაცხადი გააკეთა პატენტზე, ეს კი ორჯერ მეტია რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ იაპონურ კომპანია Mitsubishi Electric-სა და ასევე მესამეზე მყოფ Intel-ზე.
კვლევაში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს, ასევე წერია, რომ Huawei სხვა ჩინური კომპანიებისგან განსხვავებით ასევე მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს პატენტების შესყიდვის მხრივაც. მან გასულ წელს 500-მდე პატენტი შეიძინა, რომელიც ამერიკულ კომპანიებსა თუ ინდივიდუალურ პირებს ეკუთვნოდათ.