ჩინური კომპანია Huawei-ის ხელმძღვანელს და დამფუძნებელს სჯერა, რომ მის კომპანიას Google-ის აპლიკაციებისა და მისი მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია გახდეს სმარტფონების ნომერ პირველი მწარმოებელი მსოფლიოში.
როგორც ცნობილია, ჩინური კომპანია ამ დროისთვის მსოფლიოს ნომერ პირველი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. ის მიმდინარე წელს ყველა წინასწარი ვარაუდით სმარტფონების წარმოებაშიც ნომერ პირველი კომპანია უნდა გამხდარიყო, თუმცა შეერთებული შტატების მიერ კომპანიის „შავ სიაში“ შეყვანამ და Google-ის, Intel-ისა და Broadcom-ის მიერ კომპონენტების მიყიდვის აკრძალვამ, ეს გეგმები გადადო.
შემქნილი სიტუაციის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მან აღნიშნულის შესახებ CNN Business-თან ინტერვიუში ისაუბრა და დასძინა, რომ უბრალოდ, ოდნავ მეტი დრო დასჭირდება, რათა „ჰუავეი“ ამ ბაზარზე გაყიდვების მიხედვით ნომერ პირველი ბრენდი გახდეს.