Huawei-მ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მათ ხელთ არსებული ყველა ხერხის გამოყენებაში დაადანაშაულა, რათა კომპანიის საქმიანობას ხელი შეუშალოს.
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი გავრცელებულ პრესრელიზში ირწმუნება, რომ ოფიციალური ვაშინგტონი უკანონოდ აპატიმრებს მის თანამშრომლებს, გარდა ამისა განახორციელა კიბერდთავდასხმა კომპანიაზე მის ქსელში შეღწევისა და ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
ამასთან, კომპანიის მტკიცებით, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები თანამშრომლების სახლში მივიდნენ და ინფორმაციის მოპოვების მიზნით მათზე ზეწოლა განახორციელეს.
თავად ოფიციალურ ვაშინგტონს ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.