ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei, ამ დროისთვის ამერიკის მხრიდან სერიოზული წნეხის ქვეშაა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახლა მათი მთავარი ამოცანაა გადარჩენა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა შანხაიში გამართულ ღია კონფერენციაზე Huawei Connect 2020-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კომპანიის მმართველმა განაცხადა, კომპანიისთვის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ სექტორს უდიდესი ზრდის პოტენციალი აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოები და ხელისუფლებები აქტიურად არიან გაციფრულების პროცესებში ჩართული.
მისივე განცხადებით, ამერიკის მხრიდან სანქციების დაწესებამ მნიშვნელოვნად გაართულა კომპანიის წარმადობა და ოპერაციული საქმიანობა და იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონი საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავს.