"ჰუალინგ ჯგუფმა" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილ შენობაში განსათავსებელი სასტუმროს ფასადის შექმნის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. როგორც "ჰუალინგ ჯგუფის" "ფეისბუქის" გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სს "ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონა" აცხადებს ტენდერს თბილისში, ჭანტურიას ქ. N12-ში, შპს "ჰუალინგის საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონის" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის (სასტუმროს) ფასადის კონცეპტუალური პროექტის მომზადებისათვის პირის/კომპანიის შერჩევის მიზნით.