ჰონგ-კონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია 20-მდე ადამიანი. მათ ბრალად უკანონო მოქმედებების განხორციელება ედებათ.
ამასთან, "ფრანს პრესი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულია კიდევ რამდენიმე არასრულწლოვანი, რომელთაც ბენზინის ასაფეთქებელი მოწყობილობები და მოლოტოვის კოქტეილები, ჩაფხუტები და გაზისგან დამცავი სახის ნიღბები ჰქონდათ. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების კანონის ჰონგ-კონგზე გავრცელების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ადგილობრივების აზრით, მათ თავისუფლებასა და ავტონომიას ზღუდავს.