ჰონგ კონგში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. დილიდან ქუჩაში გამოსულმა დემონსტრანტებმა, რომელთა უმეტესი ნაწილი სტუდენტები არიან სამთავრობო შენობების ირგვლივ ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. დემონსტრანტები ნიღბებსა და ჩაფხუტებს ატარებენ.
ადგილობრივი სამართალდამცველების განმარტებით აქციის მონაწილეების ქმედება უკვე დიდი ხანია გასცდა მშვიდობიან შეკრებას. პოლიციის თანამშრომლებმა დემონსტრატების დაშლის მიზნით მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და განაცხადეს, რომ მზად არიან პროტესტის მონაწილეების წინაღმდეგ ძალის გამოსაყენებლად.
საკანონმდებლო ორგანომ ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენა დროებით გადადო. თუმცა ხელისუფლების წევრებმა განაცხადეს, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად კანონს მაინც მიიღებენ.