ჩინეთის ქალაქ ჰონგ-კონგში გახისნა საავტომობილო გვირაბი, რომლის მშენებლობობაც 10 მიმდინარეობდა და 4,6 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ეს არის 4,5 კილომეტრიანი სატრანსპორტო კვანძი, საიდანაც 3,7 კმ არის გვირაბი, რომელიც განთავსებულია კუნძულ ჰონგ-კონგის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ნაწილობრივ ზღვის ფსკერზე. ახალ კორიდორს სამზოლიანი მოძრაობა გააჩნია ორივე მიმართულებით და მისი მიზანია ქალაქის საქმიან ნაწილში განტვირთოს მოძრაობა. საავტომობილო გვირაბით სარგებლობა უფასო იქნება. გვირაბი ვენტილაციის უნიკალური სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, ის საშუალებას იძლევა გვირაბიდან გარეთ გაიტანოს დაბინძურებული ჰაერის 80% ,ასევე შეუძლია საათში 5,4 მლნ კუბ მეტრი ჰაერი გაფილტროს.