ჰონგ- კონგში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური დაპირისპირების შემდეგ ხელისუფლებამ რამდენიმე სამთავრობო შენობა დროებით დაკეტა. ხუთშაბთს დილით იმ ადგილას სადაც გუშინ სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა დემონსტრანტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.
მილიონიანი საპროტესტო მსვლელობისა და დაპირისპირების მიუხედავად ხელისუფლება ექსტრადირების კანონის მიღებას მაინც გეგმავს. კანონპროექტის მეორე მოსმენა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა ის გაურკვეველი ვადით გადაიდო.
გუშინ აქციის მონაწილეები ექსტრადირების კანონის მიღებაზე უარის თქმის მოთხოვნით სამთავრობო შენობებში შეჭრას ცდილობდნენ. დემონსტრანტების დასაშლელად სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები, ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, შედეგად 72 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.