სინგაპურის სასტუმროებმა სტუმრების მაჩვენებლებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწიეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი მოგზაურებისა და ბიზნეს ღონისძიებების ჰონგ-კონგიდან სინგაპურისკენ მასობრივად გადამისამართება გახდა. ჰონგ-კონგში პრო-დემოკრატიული პროტესტი მიმდინარეობს, რამაც ტურისტული ვიზიტებისა და ბიზნეს ღონისძიებების მაჩვენებლები მკვეთრად შეამცირა.
Reuters-ი იუწყება, რომ სინგაპურის ტურიზმის საბჭომ ორშაბათს გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც სასტუმროზე მოთხოვნის ზრდას უჩვენებს: ივლისში ქალაქ-სახელმწიფოს სასტუმროების დაკავების მაჩვენებელმა 93.8%-ს მიაღწია, მაშინ როცა, ამ მხრივ სინგაპურში ბოლო რეკორდი - 92.5% პროცენტით, 2005 წელს დამყარდა.