ჰონგ კონგმა ვიზიტორებისთვის 21-დღიანი სავალდებულო კარანტინი დააწესა - Palitra News

ჰონგ კონგმა ვიზიტორებისთვის 21-დღიანი სავალდებულო კარანტინი დააწესა

2020-12-25 12:08:43+04:00

ჰონგ კონგმა ვიზიტორებისთვის დაწესებული 14 დღიანი კარანტინის ვადა 7 დღით გაახანგრძლივა. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც ქალაქში ჩასვლამდე ბოლო 21 დღის განმავლობაში ჩინეთის გარდა სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვთ, სპეციალურ სასტუმროებში 21 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ამასთან, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 21 დღის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდნენ, ჰონგ კონგში შესვლა ეკრძალებათ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება, კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

ცნობისათვის, ჰონგ კონგმა მიმდინარე კვირის დასაწყისიდან გაერთიანებული სამეფოდან ავიარეისები შეწყვიტა.