ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი 800-ზე მეტმა აქტივისტმა დატოვა, 100-მდე კი კვლავ უნივერსიტეტის კამპუსში რჩება. ამ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
მე-4 დღეა, რაც სტუდენტებმა ჰონგ-კონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობა დაიკავეს. პოლიციამ უნივერსიტეტთან მოსასვლელი გზები გადაკეტა და შენობის შტურმით აღება სცადა. ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ 1 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.
გავრცელებული ცნობით, 100-მდე სტუდენტი კვლავ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში რჩება. მათ საკვებისა და წყლის მარაგები თითქმის ამოეწურათ. პოლიციის განცხადებით, ისინი შენობიდან გამოსულ ყველა აქტივისტს დააკავებენ. კამპუსიდან გაქცევა ათობით სტუდენტმა სცადა, თუმცა პოლიციამ ისინი ცრემსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დააკავა. შეგახსენებთ, მასშტაბური აქციები ჰონგ-კონგში რამდენიმე თვისწინ დაიწყო, მას შემდეგ რაც ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს, აქციების გასანეიტრალებლად, მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა დემონსტრაციები, ჰონგ-კონგის ლიდერის გადადგომის მოთხოვნით, კვლავ გრძელდება.