08:15
19 სექტემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჰონგ-კონგის აეროპორტში საპროტესტო აქციების გამო ავიარეისები დროებით შეჩერდა
13-08-2019

ჰონგ-კონგის აეროპორტში საპროტესტო აქციების გამო ავიარეისები დროებით შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ჰონგ-კონგის მოსახლეობა უკვე მე-5 დღეა რაც, აეროპორტში საპროტესტო აქციებს მართავს. დემონსტრაციების გამო აეროპორტმა მუშაობა რამდენიმე საათით შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ აეროპორტს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონი მიიღო.

ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი 1997 წლამდე დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, რომელიც ჩინეთს იმ პირობით გადაეცა, რომ პეკინი მის შიდა საქმეებში არ ჩაერეოდა.

AutoPlay
მამაკაცი, რომელიც კიევში მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ევროპამ შეცდომები დაუშვა - ესტონეთის პრეზიდენტი
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ეს ის მთავრობაა, რომელმაც ციხიდან პედოფილები, სახელმწიფოს მტრები და ქურდები გამოუშვა ამნისტიით - ლევან ხაბეიშვილი
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
"მთავარი ამბავი" - გია ხუხაშვილის ბლიცანალიზი: სკანდალური შეწყალებები
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ხარაგაულში 65 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
კიევში შეიარაღებული მამაკაცი მეტროპოლიტენის ხიდის აფეთქებით იმუქრება და ჰაერში უმისამართოდ ისვრის
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები