ჰონგ-კონგი მესამე დღეა ანტისამთავრობო დემონსტრანტებს პარალიზებული აქვს. აქტიოვისტებს გადაკეტილი აქვთ ქუჩები. შექმნილი ვითარების გამო დახურულია სკოლები, მაღაზიების ნაწილი, შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა. აზიის ფინანსურ ჰაბს საპროტესტო გამოსვლების გამო მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არის არეულობის გამძაფრების საშიშროება.
შეგახსენებთ, ჰონგ-კონგში უკვე ხუთ თვეზე მეტია საპროტესტო აქციები იმართება. მოსახლეობა ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებს და ადგილობრივი მთავრობის წინააღმდეგ გამოდის.